ერდოღანმა ალიევს სომხეთთან ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებისკენ მოუწოდა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა აზერბაიჯანის ლიდერს სომხეთთან დაძაბულობის თავიდან არიდებისკენ მოუწოდა - მან ილჰამ ალიევს განუცხადა, რომ თურქეთი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხანგრძლივი მშვიდობის მომხრეა.
ცნობისთვის, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ანკარაში მიუნხენში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან მოლაპარაკებების გამართვის შემდეგ ჩავიდა.