EU-ს 27 ქვეყნიდან 26 ღაზაში ჰუმანიტარულ პაუზას ითხოვს - ბორელი

19.02.24 22:48
EU-ს 27 ქვეყნიდან 26 ღაზაში ჰუმანიტარულ პაუზას ითხოვს - ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ღაზის სექტორში არსებულ კრიტიკულ ვითარებასთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ ევროკავშირის 26 სახელმწიფო ღაზაში ჰუმანიტარულ პაუზას ითხოვს.

ბორელს არ დაუკონკრეტებია, რომელი ქვეყანა არ დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებას, თუმცა თქვა, რომ 27 სახელმწიფოდან 26 დათანხმდა პაუზას, რომელიც ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენასა და მძევლების გათავისუფლებას განაპირობებს.

მსგავსი სიახლეები