კონსტრუქციული როლის შენარჩუნებისთვის ჩინეთი რუსეთ-უკრაინას მომაკვდინებელ იარაღს არ მიყიდის
ჩინეთი უკრაინასა და რუსეთს მომაკვდინებელ იარაღს არ მიყიდის - ამის შესახებ ქვეყნის უმაღლესმა დიპლომატმა უკრაინელ კოლეგას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, შეხვედრის დროს განუცხადა.
მიუხედავად იმისა, რომ პეკინი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას არ გმობს, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიღებული გადაწყვეტილება კონსტრუქციული როლის შენარჩუნებას ემსახურება.