უნგრეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტს არ დაბლოკავს - სიიატრო
ევროკავშირის სანქციების მე-13 პაკეტს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ იქნება მიმართული, უნგრეთი არ დაბლოკავს - უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს ცნობით, პაკეტში ყველა ის ელემენტია ამოღებული, რომელიც ქვეყნის ინტერესებს ზიანს აყენებდა.
სიიარტომ სანქციების წინა პაკეტთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ მე-12 პაკეტმა ზიანი არა რუსეთის, არამედ ევროკავშირის ეკონომიკას მიაყენა.
სანქციების სიაში შემავალი კონკრეტული ზომები, უნგრეთის ფუნდამენტურ ეკონომიკურ ინტერესებზე გავლენას არ ახდენს, მაგრამ პრობლემა გაცილებით დიდია. ევროკავშირი სრულიად წარუმატებელ სტრატეგიას აგრძელებს, რომელიც მშვიდობასთან დაახლოების ნაცვლად, მას გვაშორებს“, - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.