პუტინს ეშინოდა და ახლაც ეშინია ნავალნის - კუდრიაკოვი

20.02.24 00:01
პუტინს ეშინოდა და ახლაც ეშინია ნავალნის - კუდრიაკოვი

"პუტინს ეშინოდა და ახლაც ეშინია ნავალნის", - ამის შესახებ განცხადება რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ყოფილმა თანაგუნდელმა, ლევ კუდრიაკოვიმ "პირველი ხაზის" ეთერში გააკეთა და თქვა, რომ ალექსეი ნავალნი რუსეთის დიქტატორის დაკვეთით მოკლეს, რადგან არჩევნებში სერიოზულ კონკურენტს ხედავდა.

კუდრიაკოვმა განაცხადა, რომ მიუხედავად ნავალნის სიკვდილისა, რუსეთში დემოკრატიის აღდგენისთვის ბრძოლა კვლავ გაგრძელდება.

მე ვფიქრობ, რომ ამ წლების განმავლობაში არაფერი არ შეცვლილა. იმ ვითარებაში, რომელშიც ალექსეი ნავალნი იყო, შეუთავსებელი იყო სიცოცხლესთან. ის იყო უმძიმეს მდგომარეობაში. ის მოთავსებული იყო სპეციალურ იზოლატორებში, სადაც ცხოვრება შეუძლებელია. კრემლში კარგად იცოდნენ, რომ ციხეში ყოფნისასაც კი ნავალნი ძალიან საშიში იყო პუტინისთვის. ახლა რუსეთში იქნება ფსევდო არჩევნები, სადაც ვლადიმერ პუტინს აირჩევდნენ, მაგრამ აცნობიერებდნენ, რომ ნავალნის მოწოდებები ციხიდან პუტინს არჩევნებში ისე გამარჯვებაში შეუშლიდა ხელს, როგორც მას სურდა. პუტინს ეშინოდა და დღესაც ეშინია ნავალნის. რუსეთის ქალაქებში ყველა იმ ადამიანს ებრძვიან, რომლებიც ყვავილებით მიდიან და პატივს მიაგებენ მას", - თქვა ლევ კუდრიაკოვიმ.

მსგავსი სიახლეები