ნავალნის მეუღლე მზად არის, სათავეში ჩაუდგეს ოპოზიციას, ამიტომ ეს დიდი პრობლემა იქნება პუტინისთვის - კუდრიაკოვი

20.02.24 00:09
ნავალნის მეუღლე მზად არის, სათავეში ჩაუდგეს ოპოზიციას, ამიტომ ეს დიდი პრობლემა იქნება პუტინისთვის - კუდრიაკოვი

გაგრძელდება თუ არა ბრძოლა პუტინის წინააღმდეგ? - რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თანაგუნდელი, ლევ კუდრიაკოვი "პირველი ხაზის" ეთერში ალექსეი ნავალნის სიკვდილთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ ნავალნის მეუღლე მზად არის, საკუთარი გარდაცვლილი ქმრის საქმე ბოლომდე მიიყვანოს, ამიტომ რუსეთში არსებული ვითარება შესაძლოა, სხვადასხვა სცენარით განვითარდეს.

კუდრიაკოვიმ რუსეთში არსებულ ერთპარტიულ მმართველობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საზოგადოება, კრემლის მოწინააღმდეგეები თავგანწირვით შეეცდებიან, ქვეყანა სისხლიანი რეჟიმისგან დაიხსნან.

მე ვფიქრობ, რომ ვითარება სხვადასხვა სცენარით განვითარდება. მისმა მეუღლემ განაცხადა, რომ მზად არის, სათავეში ჩაუდგეს ოპოზიციას და ეს იქნება დიდი პრობლემა პუტინისთვის. მე ახლა ვხედავ ორი სახის ემოციას. ეს არის აპათია, რომელიც უკავშირდება ნავალნის სიკვდილს, მაგრამ მე ასევე ვხედავ, რომ ბევრი ადამიანი ფარხმალს არ დაყრის და მზად არიან, რაღაც გააკეთონ პუტინის წინააღმდეგ", - თქვა ლევ კუდრიაკოვიმ.

მსგავსი სიახლეები