პუტინის საჩუქარი კიმ ჩენ ინს

20.02.24 10:00
პუტინის საჩუქარი კიმ ჩენ ინს

პუტინმა კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების მანქანა აჩუქა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა მოკავშირისგან გაგზავნილი საჩუქარი 18 თებერვალს მიიღო. უცხოურ მედიაში არ არის დაკონკრეტებული ავტომობილის მარკა ან მოდელი.  

კიმ ჩენ ინის დამ თქვა, რომ ეს საჩუქარი "აშკარა მტკიცებულებაა ორი ქვეყნის ლიდერებს შორის დამყარებული განსაკუთრებული მეგობრობისა" და არის "საუკეთესო საჩუქარი".

გასულ წელს, როცა ჩრდილოეთ კორეის ლიდერი რუსეთში იმყოფებოდა, კოსმოდრომზე პუტინმა კიმ ჩენ ინს აჩვენა პირადი Anrus Senat ლიმუზინი.