რუსები უკრაინის დახმარების შეფერხებით სარგებლობენ, ფრონტის რამდენიმე ნაწილში ძალიან რთული სიტუაციაა - ზელენსკი

20.02.24 10:15
რუსები უკრაინის დახმარების შეფერხებით სარგებლობენ, ფრონტის რამდენიმე ნაწილში ძალიან რთული სიტუაციაა - ზელენსკი

70-ზე მეტი სამხედრო შეტაკება ერთ დღეში. ფრონტზე ვითარება დამძიმდა. რუსები უკრაინულ პოზიციებს ავიაციით და დრონებით უტევენ. პუტინის არმია სარგებლობს, დასავლეთისგან უკრაინისთვის გადაცემული სამხედრო დახმარების დაგვიანებით მიწოდებით. ყველაზე მძიმე ვითარებაა ხარკოვის, ლუგანსკისა და კუპიანსკის მისადგომებთან.

სი-ენ-ენის ინფორმაციით, რუსები ჯარებს ზაპორიჟიეს ოლქშიც აგროვებენ. ფრონტზე არსებულ ვითარებას უკიდურესად რთულად აფასებს ვოლოდიმირ ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტი სამეთაურო პუნქტებში თავად ჩავიდა, და სამხედრო სარდლობისგან განახლებული ინფორმაცია მიიღო.

"ახლა ძალიან რთული სიტუაციაა ფრონტის რამდენიმე ნაწილზე - ზუსტად იქ, სადაც რუსულ ჯარებს აქვთ კონცენტრირებული მაქსიმალური რეზერვები. 

ისინი სარგებლობენ უკრაინის დახმარების შეფერხებით. და ეს არის ძალიან ხელშესახები რამ. არტილერიის დეფიციტი. ფრონტის საჰაერო თავდაცვისა და ჩვენი იარაღის უფრო დიდი დიაპაზონის საჭიროება". - აცხადებს ზელენსკი.

მსგავსი სიახლეები