სოხუმის აეროპორტის ტერიტორიაზე ამორტიზებული შენობების დემონტაჟი დაიწყეს

სოხუმის აეროპორტის ტერიტორიაზე ამორტიზებული შენობების დემონტაჟი დაიწყეს - უახლოეს პერიოდში ადგილზე სამშენებლო ტექნიკას შეიყვანენ.
როგორც ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახური წერს, ასლან ბჟანიამ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრს ჯანსუღ ნანბას სამშენებლო სამუშაოების გეგმისა და გრაფიკის წარდგენა დაავალა.
დე ფაქტო პრეზიდენტი ირწმუნება, რომ სოხუმის აეროპორტი 2024 წლის ბოლოს გაიხსნება.
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად არ ცნობს. ის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. ოკუპირებული აფხაზეთის თავზე ცა საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე ვერ გაიხსნება.