ФСБ-მ ეკატერინბურგში აშშ-ის მოქალაქე დააკავა - რას ედავებიან 33 წლის ქალს

სისხლის სამართლის საქმე სამშობლოს ღალატის მუხლით - რუსულმა ФСБ-მ ეკატერინბურგში აშშ-ისა და რუსეთის ორმაგი მოქალაქე დააკავა. 33 წლის ქალს რუსეთი "ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ" მიმართულ ქმედებებში ადანაშაულებს.
რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყებიდან, ქალი „აგროვებდა თანხებს ერთ-ერთი უკრაინული ორგანიზაციის ინტერესებიდან გამომდინარე“, რომელიც სავარაუდოდ გამოიყენებოდა „ტაქტიკური მედიცინის ნივთების, ტექნიკის, იარაღისა და საბრძოლო მასალის“ შესაძენად უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის.
ФСБ ქალს აშშ-ში, უკრაინის მხარდამჭერ აქციებში მონაწილეობასაც ედავება.