უკრაინა გაიმარჯვებს და ევროკავშირში თავის ადგილს დაიკავებს - ევროკომისიის პრეზიდენტი

20.02.24 12:54
უკრაინა გაიმარჯვებს და ევროკავშირში თავის ადგილს დაიკავებს - ევროკომისიის პრეზიდენტი

უკრაინა გაიმარჯვებს და ევროკავშირში თავის ადგილს დაიკავებს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა 2014 წელს მაიდანზე დაღუპული „ზეციური ასეულის“ ხსოვნას პატივი მიაგო.

„დღეს, ჩვენ „ზეციური ასეულის“ გმირების - მამაცი ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც 2014 წელს უკრაინის თავისუფლებისთვის მაიდანზე სიცოცხლე გაწირეს, პატივს მივაგებთ. 10 წლის შემდეგ, მათმა ხედვამ და იდეალებმა გაიმარჯვა. უკრაინა გაიმარჯვებს და ჩვენს კავშირში თავის ადგილს დაიკავებს“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.