თურქეთში ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ექვსი პირი დააკავეს, ერთ პირს ეძებენ
თურქეთში ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ექვსი პირი დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
თურქეთის ეროვნული სადაზვერვო სამსახურის ცნობით, ეჭვმიტანილები, სავარაუდოდ, აგროვებდნენ ინფორმაციას თურქეთში მცხოვრები უიღურებისა და მათი ორგანიზაციების შესახებ.
თურქი სამართალდამცველები ამჟამად ჯაშუშობაში კიდევ ერთ ეჭვმიტანილს ეძებენ.