მოსკოვის სასამართლომ ამერიკელი ჟურნალისტი პატიმრობაში დატოვა

21.02.24 10:31
მოსკოვის სასამართლომ ამერიკელი ჟურნალისტი პატიმრობაში დატოვა

მოსკოვის სასამართლომ ამერიკელი ჟურნალისტი პატიმრობაში დატოვა. ევან გერშკოვიჩი, რომელიც 
The Wall Street Journal-ისთვის მუშაობს, რუსულ ციხეში  30 მარტის ჩათვლით დარჩება. ეს არის პატიმარი, რომელიც პუტინისთვის  საკმაოდ მნიშვნელოვან ფიგურად იქცა. რუსი დიქტატორი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის დაკავებული კაცის გაცვლას, სწორედ  ამ ჟურნალისტში სთავაზობს გერმანიას.

ევან გერშკოვიჩი 2023 წლის 29 მარტს ეკატერინბურგში დააკავეს. მეორე დღეს რუსეთის უშიშროების სამსახურმა, ეფ-ეს-ბემ გამოაცხადა, რომ ჟურნალისტი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.

დაზვერვის სამსახური ამტკიცებს, რომ ჟურნალისტმა „აშშ-ის დავალებით შეაგროვა ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი საწარმოს საქმიანობის შესახებ“.