ნავალნის დაღუპვის გამო, აშშ რუსეთს ახალ სანქციებს დაუწესებს
ალექსეი ნავალნის დაღუპვის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს 23 თებერვალს გამოაცხადებს - ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
კონკრეტულად რა შეზღუდვებს დაუწესებენ რუსეთს, ბაიდენს დეტალები არ დაუკონკრეტებია თუმცა დაამატა, რომ მათ შესახებ ვრცლად 23 თებერვალს ისაუბრებს.
სახელმწიფო უშიშროების საკითხებში მრჩევლის, ჯონ კირბის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ გამოცხადდება სანქციების "დიდი პაკეტი", რომელიც კრემლს "დააკისრებს პასუხისმგებლობას იმის გამო, რაც ნავალნის მოუვიდა."
კირბიმ ასევე განაცხადა, რომ ვაშინგტონს რუსეთი მუდმივი წნეხის ქვეშ ჰყავს, რათა სრულიად გამჭვირვალე იყოს, თუ როგორ გარდაიცვალა ალექსეი ნავალნი.