ლავროვი ბრაზილიაშია - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დიდი ოცეულის შეხვედრას დაესწრება

სერგეი ლავროვი ბრაზილიაში ჩავიდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დიდი ოცეულის ქვეყნების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
რუსული პროპაგანდისტული მედია იტყობინება, რომ სიტყვით გამოსლისას პუტინის ნდობით აღჭურვილი კაცი საერთაშოროსი თანამეგობრობის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრებს და პრობლემის მოგვარების რუსულ ხედვას გააცნობს ლიდერებს.
საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვდრები რიო დე ჟანიეროში დღეს დაიწყო და ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.