რუსეთის მიერ გამოყენებული ჩრდილოეთ კორეის რაკეტები უცხოური ტექნოლოგიებით იწყობა

21.02.24 10:56
რუსეთის მიერ გამოყენებული ჩრდილოეთ კორეის რაკეტები უცხოური ტექნოლოგიებით იწყობა

ჩრდილოეთ კორეა ბალისტიკური რაკეტების წარმოებისთვის უცხოურ ტექნოლოგიებს იყენებს. ამ ინფორმაციას ბრიტანული საგამოძიებო ორგანიზაცია აქვეყნებს. "სერის" მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად დადგენილია, რომ რუსეთის მიერ უკრაინისკენ ნასროლი ჩრდილოეთ კორეული ბალისტიკური რაკეტა ევროპასა და ამერიკაში  დამზადებული დეტალებით იყო აწყობილი.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც დადასტურდა, რომ ჩრდილოეთ კორეა უცხოურ ტექნოლოგიებს იყენებს. მკვლევარები ხაზგასმით აღნიშნავენ საგანგაშო ტენდენციას, რომ დასავლეთში დამზადებულ მიკროლექტრონულ ტექნოლოგიებს შეიარაღებისთვის ასევე რუსეთსა და ირანში  იყენებენ.

მსგავსი სიახლეები