BBC: უკრაინელმა დამცველებმა 60 რუსი სამხედროს ლიკვიდაცია შეძლეს

21.02.24 11:01
BBC: უკრაინელმა დამცველებმა 60 რუსი სამხედროს ლიკვიდაცია შეძლეს

უკრაინელმა დამცველებმა 60 რუსი სამხედროს ლიკვიდაცია შეძლეს. მძიმე შეტაკებები დონეცკის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში მოხდა. BBC-ის ინფორმაციით, უკრაინელმა მებრძოლებმა რუსულ პოზიციებზე იერიში ჰაიმარ 2-ის რაკეტებით მიიტანეს. ბრიტანული გამოცემა იტყობინება, რომ შეტევის მომენტში რუსებს პოლიგონზე 36-ე მოტომსროლელი ბრიგადის სამხედროები ჰყავდათ მობილიზებული, რადგან რუსი სარდალის დასახვედრად ემზადებოდნენ.

BBC-ის რუსული სამსახური აქვეყნებს გადარჩენილი სამხედროს მიერ გადაღებულ ვიდეო-მასალასაც, რომელშიც მომხდარი ფაქტია ასახული.

მსგავსი სიახლეები