პუტინის მმართველობამ მხოლოდ სიკვდილი მოიტანა, მათ შორის, საქართველოშიც - კარა-მურზა

რუსეთში დაპატიმრებულმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ვლადიმერ კარა-მურზამ ქვეყნის დიქტატორს "მშიშარა, ხარბი მოხუცი" უწოდა და ალექსეი ნავალნის მკვლელობაში დაადანაშაულა.
კარა-მურზა სოციალურ ქსელში წერს, რომ პუტინის სისხლიან რეჟიმს უარყოფითი და ფატალური შედეგების გარდა, კარგი არაფერი მოუტანია. მეტიც, მისმა 25-წლიანმა მმართველობამ არა მხოლოდ რუსეთში, არამედ სხვა ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში არაერთი ადამიანის სიკვდილი განაპირობა.
ერთი რამ დანამდვილებით და მტკიცედ ვიცი, ალექსეი ნავალნის მკვლელობაზე პასუხისმგებელი პირდაპირ ვლადიმერ პუტინია, რადგან ნავალნი პირადად მისი პატიმარი იყო. მხოლოდ მისი პირადი ბრძანების საფუძველზე შეუძლიათ მოქმედება FSB-ს მეორე სამსახურის მომწამვლელებს, საქმეების განხილვა და სასჯელების გამოტანა გამომძიებლებს, პროკურორებსა და მოსამართლეებს, ციხის მაღალჩინოსნებს კი პატიმრების წამება.
ამ კაცმა, მისი 25-წლიანი ძალაუფლების განმავლობაში, მხოლოდ სიკვდილი მოიტანა - სწორედ იმ შემოდგომიდან, როცა ბინებში მძინარე მშვიდობიანი ადამიანები ღამე საცხოვრებელი ბინებში ააფეთქა. შემდეგ იყო ჩეჩნეთი, ნორდ-ოსტი, ბესლანი, საქართველო, სირია, უკრაინა.
ეწირებიან საუკეთესოები - ყველაზე მამაცები, ყველაზე გულწრფელები, ყველაზე მზრუნველები. ყველა ბრუნდება - მათ გარდა, ვინც საჭიროა". და მხოლოდ შურისმაძიებელი, მშიშარა, ხარბი მოხუცი კაცი ინარჩუნებს სასიკვდილო ძალას და ანადგურებს ყველას, ვისგანაც საფრთხე შეექმნება მის ძალაუფლებას", - წერს კარა-მურზა სოციალურ ქსელში.