"ქართული სპეცსამსახურების ბრძანებით ამზადებდნენ ტერაქტებს" - ცხინვალის მარიონეტულმა რეჟიმმა სამი პირი გაასამართლა

21.02.24 12:56
"ქართული სპეცსამსახურების ბრძანებით ამზადებდნენ ტერაქტებს" - ცხინვალის მარიონეტულმა რეჟიმმა სამი პირი გაასამართლა

დროებით ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ტერორიზმის ბრალდებით ადგილობრივებს პატიმრობა მიუსაჯა - უწყება ამტკიცებს, რომ გეორგი გოგიჩაევმა, ალან კარკუსოვმა და იანიკ კარკუსოვმა 2006 წელს, საქართველოს სპეცსამსახურების დავალებით, რამდენიმე ტერორისტული აქტი განახორციელა.

ე.წ. სასამართლომ დამნაშავედ ჯგუფურ ექსტრემიზმში, იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო დამზადება-შეძენა-შენახვა-გადატანაში ცნო. დანაშაული სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთას 22 წლით ითვალისწინებს.

ცნობისთვის, მსჯავრდადებულები მიმალვაში იმყოფებიან და მათზე საოკუპაციო რეჟიმის თანამშრომლებს ძებნა აქვთ გამოცხადებული.

მსგავსი სიახლეები