EU-მ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტი შეიმუშავა

21.02.24 16:40
EU-მ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტი შეიმუშავა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტი შეიმუშავა - ამის შესახებ ინფორმაციას EU-ს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ავრცელებს.

ბორელი სოციალურ ქსელში წერს, რომ სანქციების ახალი პაკეტი 2000-ზე მეტ სუბიექტს აერთიანებს.

ჩვენ გვაქვს შეთანხმება მეცამეტე პაკეტზე!

ჩვენ კიდევ ვამატებთ 200 პირსა და კომპანიას სანქციების პაკეტს, რომელიც უკვე 2000-ზე მეტ სუბიექტს აერთიანებს. 

ამ პაკეტით, ჩვენ უფრო მკაცრ ზომებს ვიღებთ იმ სუბიექტების წინააღმდეგ, რომლებიც გვერდის ავლით არიან ჩართულები სამხედრო და თავდაცვით სექტორებში", - წერს ჯოზეფ ბორელი Twitter-ზე.

მსგავსი სიახლეები