ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციებზე დაკავებულ პირებს სამხედრო სამსახურში იწვევენ

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პატივსაცემად მიძღვნილი აქციის ფარგლებში დაკავებულ პირებს პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ სამხედრო სამსახურში იწვევენ - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სანქტ-პეტერბურგში დაკავებულ ადამიანებმა მიიღეს ცნობა, რომლითაც მათ კომისარიატში გამოცხადებისკენ მოუწოდეს, რათა გადაამოწმონ ინფორმაცია და დარეგისტრირდნენ სამხედრო სამსახურში.