ირანმა რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემა დაიწყო

ამერიკული გამოცემა "როიტერის" ინფორმაციით, ირანმა რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემა დაიწყო - საფრენი აპარატების მოქმედების მანძილი 300-იდან 700-ს კილომეტრამდე აღწევს.
გამოცემას ანონიმური წყარო აწვდის ინფორმაციას, რომ პირველ ეტაპზე, რუსეთში 400-ამდე რაკეტა გაიგზავნება. საშიში იარაღის ტრანსპორტირებისთვის კასპიის ზღვა და საჰაერო სივრცე გამოიყენება. შტატები რუსეთ-ირანის წინააღმდეგ მტკიცებულებებს აგროვებს, თუმცა ვაშინგტონი იტყობინება, რომ რაკეტების გადაცემის ინფორმაცია დადასტურებული არ არის.