რეპრესიები რუსეთში - ამოღებულია ყველა ის საგაზეთო გამოცემა, რომლის ყდაზეც ნავალნი იყო გამოსახული

მოსკოვის საგაზეთო ჯიხურების გაყიდვიდან ამოიღეს ყველა გამოცემა, რომლის ყდაზეც ალექსეი ნავალნი იყო გამოსახული. კრემლისგან დამოუკიდებელი გამოცემა მედუზა იტყობინება, რომ მოსკოველებს გაზეთების ყიდვაზე უარს გამყიდველები ეუბნებოდნენ.
შეზღუდვა გაზეთ "საბესე-დნიკს" შეეხო, რომელიც რუსეთში 1984 წლიდან იბეჭდება. რუსული დამოუკიდებელი მედია მომხდარ ფაქტს ტოტალიტარული რეჟიმის მიერ პრესის შეზღუდვად აფასებს.