უკრაინაში რუსეთის დამარცხების უზრუნველყოფა საუკეთესო გზა არის ნავალნის ხსოვნის პატივსაცემად - სტოლტენბერგი

22.02.24 10:36
უკრაინაში რუსეთის დამარცხების უზრუნველყოფა  საუკეთესო გზა არის ნავალნის ხსოვნის პატივსაცემად - სტოლტენბერგი

"უკრაინა საჭიროებს მეტ სამხედრო დახმარებას იმისთვის, რომ რუსეთმა შემდგომი მოგება არ მოიპოვოს", - ამის შესახებ კომენტარი ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში გააკეთა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ამერიკელ და ევროპელ მოკავშირეებს მოუწოდებს, გააძლიერონ უკრაინის მხარდაჭერა.

მტკიცედ მჯერა, რომ ალექსეი ნავალნის ხსოვნის პატივისცემის საუკეთესო საშუალებაა იმის უზრუნველყოფა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა არ გაიმარჯვოს ბრძოლის ველზე, არამედ უკრაინამ გაიმარჯვოს", - თქვა სტოლტენბერგმა ინტერვიუში.