ბაიდენმა პუტინს გიჟი ნაბიჭვარი უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ნაბიჭვარი უწოდა.
განცხადება ბაიდენმა სან-ფრანცისკოში, საარჩევნო კამპანიის დროს, სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
სიტყვით გამოსვლისას ბაიდენმა პირდაპირ დაადანაშაულა პუტინი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის სიკვდილში და გააკრიტიკა დონალდ ტრამპი, რომელიც თავს არიდებს პუტინის ხსენებას დანაშაულის საპასუხოდ.
"დიახ, ჩვენ გვყავს ისეთი გიჟი SOB-ი, როგორიცაა პუტინი და სხვები და ყოველთვის უნდა ვიფიქროთ ბირთვულ კონფლიქტზე, მაგრამ კაცობრიობის ეგზისტენციალური საფრთხე კლიმატია", - თქვა ბაიდენმა.