პუტინის პრესსპიკერის პასუხი ბაიდენს, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტს ნაბიჭვარი უწოდა

22.02.24 12:37
პუტინის პრესსპიკერის პასუხი ბაიდენს, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტს ნაბიჭვარი უწოდა

უტინის პრესსპიკერის პასუხი ბაიდენს, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტს ნაბიჭვარი უწოდა.

პესკოვმა ამერიკის პრეზიდენტის განცხადება დაგმო და მას სამარცხვინო უწოდა.

„აშშ-ის სახელმწიფოს მეთაურის ასეთმა უხამსმა განცხადებებმა ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაიმე სახის შეურაცხყოფა მიაყენოს სხვა სახელმწიფოს მეთაურს, კერძოდ, პრეზიდენტ პუტინს. მაგრამ ეს სამარცხვინოა თავად შეერთებული შტატებისთვის“, - აღნიშნა პესკოვმა.

მისი თქმით, ბაიდენის კომენტარი იყო ერთგვარი მცდელობა, „ჰოლივუდურ კოვბოის“ დამსგავსებოდა.

„გასაგებია, რომ ბატონი ბაიდენი დემონსტრირებს ჰოლივუდური „კოვბოის“ სტილში ქცევას შიდა პოლიტიკური ინტერესების გამო“, - განაცხადა პესკოვმა 

ამერიკის პრეზიდენტმა პუტინს გიჟი ნაბიჭვარი უწოდა.