ოკუპანტებმა დნეპრი შაჰიდებით დაბომბეს - დაშავებულია 8 ადამიანი
ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქს შაჰიდის დრონებით შეუტიეს. დაშავებულია 8 ადამიანი, ამათგან 7 საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.
სერგეი ლისაკი ამბობს, რომ მტერმა რეგიონალური ცენტრის მშვიდობიან მოსახლეობას მორიგი საშინელებათა ღამე მოუწყო. მან დამპყრობლებს არაადამიანები უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსული აგრესია უპასუხოდ არ დარჩება.
"კიდევ ერთი საშინელება... მაშველები მაღალსართულიანი კოპრუსის ნანგრევებს ასუფთავებენ. ისინი კვლავ ეძებენ იქ ადამიანებს. ყველა სამსახური ადგილზეა. ისინი ყველაფერს აკეთებენ დასახმარებლად. რამდენიმე ბინა მთლიანად დანგრეულია, - აღნიშნა ლისაკმა.