რუსეთის წინააღმდეგ ასობით, ასობით და ასობით სანქცია გვექნება - ნულანდი
ამერიკა რუსეთს ასობით ახალ სანქციას ჰპირდება. სახელმწიფო მდივნის მოადგილე პირობას დებს, რომ პუტინს წნეხში მოაქცევენ. ვიქტორია ნულანდი ადასტურებს, რომ შტატები აგრესორი ქვეყნის წინააღმდეეგ გამანადგურებელი დარტყმისთვის ემზადება.
არსებული ცნობებით, შავ სიაში მოხვდებიან მესამე ქვეყნები, ვინც რუსეთს სანქციებისგან გვერდის ავლაში ეხმარებიან. სანქციები დაუწესდებათ მათაც, ვისაც შტატების ეჭვით, ალექსეი ნავალნის მკვლეობაში წვლილი მიუძღვით.
„ჩვენ გვექნება სანქციების გამანადგურებელი ახალი პაკეტი, ასობით, ასობით და ასობით სანქცია მომდევნო რამდენიმე დღეში. ზოგიერთი მათგანი მიმართული იქნება იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ნავალნის სიკვდილში. აბსოლუტური უმრავლესობა შექმნილია იმისთვის, რომ კიდევ უფრო შესუსტდეს პუტინის ომის მანქანა და დახუროს სანქციების რეჟიმის ხარვეზები, რომელთა საშუალებითაც ის სანქციების თავიდან აცილებას ახერხებს“, - აღნიშნა ნულანდმა.