ჯო ბაიდენი ალექსეი ნავალნის ქვრივს და მათ ქალიშვილს შეხვდა
აშშ-ის პრეზიდენტი ალექსეი ნავალნის ქვრივს და ქალიშვილს შეხვდა. ჯო ბაიდენმა იულია და დაშა ნავალნიებს მიუსამძიმრა და რუსი ოპოზიციონერის გამბედაობის გამო აღფრთოვანება გამოხატა.
პრეზიდენტმა აღფრთოვანება გამოხატა ალექსეი ნავალნის არაჩვეულებრივი გამბედაობით და მისი მემკვიდრეობით კორუფციასთან ბრძოლაში და თავისუფალი და დემოკრატიული რუსეთისთვის, სადაც კანონის უზენაესობა ყველასთვის თანაბრად მოქმედებს. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალექსეის მემკვიდრეობას გააგრძელებენ ადამიანები მთელ რუსეთში და მთელ მსოფლიოში, რომლებიც გლოვობენ მის დაკარგვას და იბრძვიან თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
მან დაადასტურა, რომ ხვალ მისი ადმინისტრაცია გამოაცხადებს ახალ დიდ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ ალექსეის სიკვდილის, რუსული რეპრესიებისა და აგრესიის საპასუხოდ.