მაშანტაჟებენ, სურთ, რომ ალექსეი ნავალნი ფარულად დამარხონ - რუსი ოპოზიცონერის დედა

23.02.24 10:39
მაშანტაჟებენ, სურთ, რომ ალექსეი ნავალნი ფარულად დამარხონ - რუსი ოპოზიცონერის დედა

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის დედამ თქვა, რომ გამომძიებლებმა აჩვენეს მისი შვილის ცხედარი, მაგრამ მისი ფარულად დაკრძალვა მოითხოვეს . ლუდმილა ნავალნაიამ შესაბამისი ვიდეო ინტერნეტში გაავრცელა.

მისი თქმით, წინა დღეს გამომძიებლებმა მალულად წაიყვანეს მორგში, სადაც აჩვენეს მისი შვილის ცხედარი. ამასთან, ამტკიცებენ, რომ მატთის ცნობილია ნავალნის გარდაცვალების მიზეზიც, აქვთ ყველა სამედიცინო და იურიდიული დოკუმენტი მზად, რომელიც მან თავადაც ნახა. ლუდმილა ნავალანაიამ ხელი მოაწერა გარდაცვალების მოწმობასაც.

კანონის მიხედვით, სასწრაფოდ უნდა გადმომცენ ალექსის ცხედარი, მაგრამ ეს აქამდე არ გაუკეთებიათ. სამაგიეროდ, მაშანტაჟებენ, პირობებს მაძლევენ, სად, როდის და როგორ უნდა დაკრძალონ ალექსი. ეს უკანონოა. ამასთან, იღებენ ბრძანებებს  ან კრემლიდან, ან საგამოძიებო კომიტეტის ცენტრალური ოფისიდან. უნდათ, რომ ეს ფარულად, დამშვიდობების გარეშე მოხდეს. მათ უნდათ, სასაფლაოზე მიმიყვანონ და მითხრან. : ”აქ წევს შენი შვილი.” მე არ ვეთანხმები ამას, - თქვა ლუდმილა ნავალნაიამ.

მსგავსი სიახლეები