გადარჩებიან თუ არა უკრაინელები კონგრესის მხარდაჭერის გარეშე? რა თქმა უნდა, მაგრამ არა ყველა ჩვენგანი - ზელენსკი
უკრაინისა და ევროპისთვის ტრაგედია იქნება, თუ აშშ-ის დამატებითი დახმარების გარეშე მოგვიწევს გადარჩენა, ჩვენ გვჭირდება შორი მოქმედების იარაღი - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ფოქსნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„გადარჩებიან თუ არა უკრაინელები კონგრესის მხარდაჭერის გარეშე? რა თქმა უნდა, მაგრამ არა ყველა ჩვენგანი. ჩვენ თუ გვესმის ამის საფასური და მსოფლიო თუ მზად არის ამისთვის, მაშინ კარგი, თქვენ ამას ნახავთ, მაგრამ ეს ტრაგედიაა. ეს იქნება ტრაგედია ყველა ჩვენგანისთვის, არა მხოლოდ უკრაინის და უკრაინელებისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
აშშ-ს სენატმა მიიღო 95 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი, რომელიც მოიცავს უკრაინის დახმარებასაც, მაგრამ წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა აღნიშნა, რომ კონგრესი მას არ დაამტკიცებს.