ბაიდენის ადმინისტრაცია ნავალნის სიკვდილის საპასუხოდ სანქციებს 500-ზე მეტ სამიზნეს დაუწესებს

23.02.24 12:09
ბაიდენის ადმინისტრაცია ნავალნის სიკვდილის საპასუხოდ სანქციებს 500-ზე მეტ სამიზნეს დაუწესებს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, კრემლის კრიტიკოსის ალექსეი ნავალნის სიკვდილის საპასუხოდ, დღეს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავის წინა დღეს, სანქციებს 500-ზე მეტ სამიზნეს დაუწესებს.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს პრესსპიკერის თქმით, სანქციები დაწესდება როგორც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან.

სანქციები იქნება ყველაზე დიდი ტრანში პუტინის უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ და მიმართული იქნება რუსეთის, მისი ხელშემწყობებისა და მისი ომის მანქანის წინააღმდეგ“, - განაცხადა აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

მსგავსი სიახლეები