ლავროვის თვითმფრინავს ბრაზილიაში საწვავის შევსებაზე უარი უთხრეს - მიზეზი სანქციების შიშია

23.02.24 12:32
ლავროვის თვითმფრინავს ბრაზილიაში საწვავის შევსებაზე უარი უთხრეს - მიზეზი სანქციების შიშია

ლავროვის თვითმფრინავს ბრაზილიაში საწვავის შევსებაზე უარი უთხრეს. ლავროვი G20-ის სამიტზე იმყოფებოდა რიო დე ჟანეიროში, საიდანაც ბრაზილიის პრეზიდენტთან შესახვედრად გეგმავდა გაფრენას, თუმცა, საწვავის ჩასხმაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს უარი უთხრეს,

უარის მიზეზი აშშ-ის სანქციების შიში გახდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამგზავრება შესთავაზეს. ცნობილია, რომ ლავროვს ბრაზილიიდან სხვა რუსული თვითმფრინავი წაიყვანს.

მსგავსი სიახლეები