მადრიდში 16 წლის ბიჭმა 23 წლის ქართველი დაჭრა
მადრიდში, 16 წლის ბიჭმა 23 წლის ქართველი დაჭრა - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
როგორც ირკვევა, საქართველოს მოქალაქეს, ერთ-ერთ სუპერმარკეტთან, ორი არასრულწლოვანი ჯერ ბოთლით ემუქრებოდა, მოგვიანებით კი ერთ-ერთმა ის ცივი იარაღით დაჭრა. რა გახდა დაპირისპირების მიზეზები, ამ დროისთვის უცნობია.
სამართალდამცველების ინფორმაციით, მათ და ექიმებს კაცი შოკურ მდგომარეობაში დახვდათ და მას ძლიერი სისხლდენა ჰქონდა. დაჭრილს გადაუდებელი დახმარება ჩაუტარდა, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
დაკავებული 16 წლის ბიჭი კი ადგილობრივმა პოლიციამ ქალაქის პროკურატურის არასრულწლოვანთა განყოფილებას გადასცა.