წამზომი ჩაირთო - დასთანხმდება თუ არა ნავალნის დედა შვილის ცხედრის საიდუმლო ვითარებაში დასაფლავების პირობას?

23.02.24 21:13
წამზომი ჩაირთო - დასთანხმდება თუ არა ნავალნის დედა შვილის ცხედრის საიდუმლო ვითარებაში დასაფლავების პირობას?

გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დედას გამომძიებლებმა მოთხოვნა წაუყენეს - იმ შემთხვევაში, თუ ლუდმილა ნავალნაია შეთავაზებას დასთანხმდება, ალექსეი ნავალნის ცხედრის დასაფლავება საიდუმლო ვითარებაში, ცერემონიის გარეშე მოხდება. 

ნავალნის ყოფილი პრესმდივნის, კირა იარმიშის ცნობით, თუ ლუდმილა ულტიმატუმს უგულებელყოფს, მის შვილს კოლონიის ტერიტორიაზე დამარხავენ.

იარმიში იტყობინება, რომ ნავალნაიამ უარი თქვა საგამოძიებო კომიტეტთან მოლაპარაკებაზე და ითხოვს, მისი შვილის ცხედარი და ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნა ოჯახს გადასცენ.

მსგავსი სიახლეები