"ოკუპანტებო, გილოცავთ სამშობლოს დამცველის დღეს" - უკრაინამ რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდო
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა აზოვის ზღვაზე რუსული A-50-ის ტიპის თვითმფრინავი ჩამოაგდეს - ამის შესახებ კადრები ტელეგრამ არხებზე ვრცელდება.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდალი, მიკოლა ოლესჩუკი ინფორმაციას ოფიციალურად ადასტურებს.
"ოკუპანტებო, გილოცავთ სამშობლოს დამცველის დღეს" - განაცხადა მან.