უნგრეთმა EU-ის ლიდერების განცხადება უკრაინის მხარდაჭერის შესახებ დაბლოკა - POLITICO

23.02.24 22:53
უნგრეთმა EU-ის ლიდერების განცხადება უკრაინის მხარდაჭერის შესახებ დაბლოკა - POLITICO

"უნგრეთმა ევროკავშირის ლიდერების განცხადება უკრაინის მხარდაჭერის შესახებ დაბლოკა", - ამის შესახებ ცნობებს გამოცემა POLITICO ორ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, EU ახლა ახალ განცხადებაზე მუშაობს, რომელსაც ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ადგენს.

ცნობისთვის, წინა განცხადებაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ოფისი მუშაობდა.

მსგავსი სიახლეები