EU-ს ლიდერები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით

23.02.24 23:23
EU-ს ლიდერები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით

EU-ს ლიდერები უკრაინაში რუსეთის ომის 2 წლისთავთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ - შარლ მიშელი, ურსულა ფონ დერ ლეიენი და რობერტა მეცოლა ომში ჩართულ ქვეყანას დახმარებას ჰპირდებიან.

ისინი ომზე პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებენ და მხარდაჭერას გამოთქვამენ უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ევროკავშირი გააგრძელებს ძლიერი და ურყევ პოლიტიკურ, სამხედრო, ფინანსურ, ეკონომიკურ, დიპლომატიურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უკრაინისთვის, რათა დაიცვას თავი და ხალხი, საკუთარი ქალაქები და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა, დაიბრუნოს ათასობით დეპორტირებული ბავშვი და დაასრულოს ომი...ჩვენ მივიღეთ უპრეცედენტო ზომები ევროკავშირის დონეზე ევროპული თავდაცვის ინდუსტრიის წარმოების გასაზრდელად და გავაგრძელებთ შესაძლებლობების გაზრდას, რაც საშუალებას მოგვცემს, გავაძლიეროთ ჩვენი სამხედრო მხარდაჭერა და თანამშრომლობა უკრაინასთან, ამავდროულად, განვამტკიცოთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა და ევროპული სუვერენიტეტი" - წერია განცხადებაში.