ამ ომის ტრაგედიები მილიონობით ეკრანზე იქნება, მსოფლიო არასოდეს დაივიწყებს ბუჩას და მარიუპოლს - ზელენსკი

ამ ომის ტრაგედიები მილიონობით ეკრანზე იქნება, დარწმუნებული ვარ, მსოფლიო არასოდეს დაივიწყებს ბუჩას და მარიუპოლს - ამ სიტყვებით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთ-უკრაინის ომის დროს გადაღებული ფილმების პირველი ეროვნული ფესტივალის- "კინო გამარჯვებისთვის" მონაწილეებს.
"ამ ომის ტრაგედიები მილიონობით ეკრანზე იქნება და შესაბამისად, მილიარდობით გულში. დარწმუნებული ვარ, კაცობრიობა არ დაკარგავს პატივისცემას ჩვენი ხალხის გმირობის მიმართ. კინო ამ გმირობას ლეგენდარულს გახდის და ასწავლის, რომ ცხოვრებაში ყველამ უნდა გააკეთოს არჩევანი - ეთიკური არჩევანი. არჩევანი სიცოცხლისა და სამართლიანობის სასარგებლოდ, არის უკრაინის სასარგებლოდ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევინარჩუნებთ ერთიანობას მსოფლიოსთან ნებისმიერ დეზინფორმაციულ ქარიშხალში. ხელოვნება ჩვენს მხარეზე იქნება." ამბობს ზელენსკი.
დღეს უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან 2 წელი გავიდა.