ევროპის გულში სისხლმდენი ჭრილობაა - კულება ომის 2 წლისთავზე

24.02.24 10:59
ევროპის გულში სისხლმდენი ჭრილობაა - კულება ომის 2 წლისთავზე

"რუსეთი უგულებელყოფს გლობალური უმრავლესობის ნებას. ის აგრძელებს თავის აგრესიას და სულ უფრო მეტ ადამიანს აგდებს ომის ცეცხლში", - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.

"ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ორი წლის განმავლობაში გლობალური უსაფრთხოება მხოლოდ გაუარესდა. უფრო და უფრო მეტმა ომმა და კონფლიქტმა იფეთქა მსოფლიოში და ამის ერთ-ერთი მიზეზი ევროპის გულში სისხლმდენი ჭრილობაა...

მადლობელი ვარ გაეროს ყველა წევრი სახელმწიფოსი, რომლებიც თანმიმდევრულად უჭერდნენ მხარს გენერალური ასამბლეის მოწოდებებს, რომლებიც გმობენ რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და მოსკოვს საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ,ამ ასამბლეამ არაერთხელ აჩვენა, რომ გლობალური უმრავლესობა უკრაინის მხარეს დგას “, - განაცხადა კულებამ გაეროში.