ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

24.02.24 11:15
ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების 2 წლისთავი - ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლეიენი, კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას X-ზე თავად ლეიენი ავრცელებს.

"როგორც არასდროს ჩვენ მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით. ფინანსურად, ეკონომიკურად, სამხედრო და მორალური თვალსაზრისით. მანამ, სანამ ქვეყანა საბოლოოდ არ გათავისუფლდება," - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ ზუსტად 2 წლის წინ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო.