ევროპამ თავდაცვა უნდა გააძლიეროს - შოლცი ომის 2 წლისთავზე

24.02.24 12:01
ევროპამ თავდაცვა უნდა გააძლიეროს - შოლცი ომის 2 წლისთავზე

ევროპამ თავდაცვა უნდა გააძლიეროს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.

ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანიამ თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-მდე გაზარდა და მომდევნო 10 წლის განმავლობაში ამ მაჩვენებელს შეინარჩუნებს.

„შეკავება, თავდაცვითი მზადყოფნა - მე ვიცი, რომ გერმანიის კანცლერისთვის ეს უჩვეულო სიტყვებია. სიტყვები, რომლებიც ჩვენ გერმანიაში იმდენი ხანი არ გამოგვიყენებია, რომ თითქმის დავიწყებული გახდა.

ეს სიტყვები ძალიან მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს, ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, ჩვენ ისეთი ძლიერები უნდა ვიყოთ, რომ ჩვენზე თავდასხმა ვერავინ გაბედოს“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

მსგავსი სიახლეები