ევროპელი პოლიტიკოსები რუსეთ-უკრაინის მეორე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავთან დაკავშირებით ევროპული პოლიტიკოსები განცხადებას ავრცელებენ - ისინი მზაობას გამოთქვამენ, მხარი დაუჭირონ ომში ჩართულ ქვეყანას მანამ, სანამ გამარჯვებას არ მოიპოვებენ.
ფინეთის პრეზიდენტი საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, რომ ყოველგვარი გზით დაეხმარონ უკრაინას.
ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ამ მხარდაჭერის შესაძლებლობა და რესურსები გვაქვს. თავდაცვის წარმოება სწრაფად უნდა გავზარდოთ“, - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.
ნიდერლანდების მთავრობის წარმომადგენლები სრულ მხარდაჭერას გამოთქვამენ უკრაინისადმი.
ჩვენი მხარდაჭერა არ შეირყევა. ნიდერლანდები ყოველ ნაბიჯზე თქვენს გვერდითაა“, - აღნიშნა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰანკე ბრუინს სლოტმა.
ნიდერლანდების მთავრობის წარმომადგენლები კი ვლადიმერ პუტინს ომის დასრულებისკენ მოუწოდებენ.
ეს პუტინი იყო, რომელმაც რუსეთის უკანონო აგრესიული ომი დაიწყო და ახლა სწორედ პუტინმა უნდა შეწყვიტოს იგი“, - ნათქვამია ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.