55 პირი და 37 ორგანიზაცია - ავსტრალიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

24.02.24 14:11
55 პირი და 37 ორგანიზაცია  - ავსტრალიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

რუსეთის უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავთან დაკავშირებით, ავსტრალიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. სანქცირებულთა სიაში 55 პირი და 37 ორგანიზაცია მოხვდა.  

როგორც ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, ახალი სანქციები ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც მონაწილეობენ უკრაინის დროებით ოკუპირებული რეგიონებიდან უკრაინელი ბავშვების დეპორტაციაში.

გარდა ამისა, სანქციები დაუწესდა რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიისა და ენერგეტიკის ობიექტებს, ასევე მასმედიის წარმომადგენლებს. 

მსგავსი სიახლეები