უკრაინის სუვერენიტეტის საფუძველზე კონფლიქტის სამართლიანად გადაწყვეტისთვის თურქეთი გააძლიერებს ძალისხმევას - თურქეთის საგარეო

24.02.24 14:35
უკრაინის სუვერენიტეტის საფუძველზე კონფლიქტის სამართლიანად გადაწყვეტისთვის თურქეთი გააძლიერებს ძალისხმევას - თურქეთის საგარეო

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთ-უკრაინის ომის მეორე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - უწყება წერს, რომ თურქეთი გააძლიერებს ძალისხმევას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფუძველზე კონფლიქტის სამართლიანი და ხანგრძლივი გადაწყვეტისთვის.

თურქეთი მხარეებს კონფლიქტის აღმოსაფხვრელად კონსტრუქციულ მიდგომას სთავაზობს.

უკრაინის დამოუკიდებლობაზე, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე დაფუძნებული სამართლიანი და ხანგრძლივი გადაწყვეტისთვის თურქეთის ძალისხმევა გაგრძელდება.

საბოლოოდ, გაჩნდება პირობები, რომელიც დიპლომატიური პროცესის განახლებას შეუწყობს ხელს. ამ გაგებით, ჩვენ ორივე მხარეს კონსტრუქციულ მიდგომას ვთავაზობთ“, - ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.