სიმამაცის, გამბედაობისა და ბრძოლის 2 წელი, უკრაინა ევროპაა და ევროპა უკრაინაა - მიშელი

24.02.24 15:29
სიმამაცის, გამბედაობისა და ბრძოლის 2 წელი, უკრაინა ევროპაა და ევროპა უკრაინაა - მიშელი

"უკრაინა ევროპაა და ევროპა უკრაინაა", - ასე ეხმაურება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელის რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის 2 წლისთავს.

მიშელი სოციალურ ქსელში წერს, რომ მას შემდეგ, რაც რუსმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა დაარღვიეს, უკრაინელი სამხედროები თავგანწირვით და მამაცურად იბრძვიან.

სიმამაცის 2 წელი, გამბედაობის 2 წელი, ბრძოლის 2 წელი. თქვენ იცავთ თავისუფლებისა და დემოკრატიის საერთო ღირებულებებს. უკრაინა ევროპაა და ევროპა უკრაინაა. თქვენ გახდებით ჩვენი, ევროკავშირის ოჯახის წევრი და დღეს, ჩვენს გულებში, თქვენ უკვე ხართ ერთ-ერთ ჩვენგანი. მხარს დაგიჭერთ მანამ, სანამ ბრიუსელში უკრაინისა და ევროკავშირის ლურჯი და ყვითელი დროშები ერთმანეთის გვერდით იფრიალებს. დიდება უკრაინას!" - წერს მიშელი.