2008 წელს, როცა მე ვიყავი თბილისში, ვთქვი, თუ წინ არ აღვუდგები პუტინს, ის დაბრუნდება უფრო მეტისთვის - კამერონი

24.02.24 15:52
2008 წელს, როცა მე ვიყავი თბილისში, ვთქვი, თუ წინ არ აღვუდგები პუტინს, ის დაბრუნდება უფრო მეტისთვის - კამერონი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ კამერონი რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მეორე წლისთავს ეხმაურება.

კამერონი სოციალურ ქსელში წერს, რომ მაშინ, როდესაც 2008 წელს რუსმა საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაარღვიეს იგი თბილისში იმყოფებოდა, რა დროსაც განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ პუტინის სისხლიან რეჟიმს მსოფლიო წინ არ აღუდგება, იგი აუცილებლად დაბრუნდებოდა მეტისთვის. უკრაინაში ომის დაწყება კი სწორედ ამისი მაგალითია.

2008 წელს რუსული ძალები სამხრეთ ოსეთში შეიჭრნენ და ცოტა ხანში მე ვიყავი თბილისში, საქართველოში. მე მაშინ ვთქვი, თუ წინ არ აღვუდგები პუტინს, ის დაბრუნდება უფრო მეტისთვის. 2014 წელს მე ვიყავი პრემიერმინისტრი, როდესაც მისმა პატარა მწვანე კაცუნებმა ხელში ჩაიგდეს ყირიმი. მე ისევ ვთქვი, თუ წინ არ აღვუდგებით პუტინს, ის დაბრუნდება უფრო მეტისთვის. ახლა როდესაც სცადა და ვერ დაიპყროო მთლიანად უკრაინა ამ ისტორიის გაკვეთილი არის ცხადი: თუ წინ არ აღვუდგებით პუტინს, ის დაბრუნდება მეტისთვის," - ამბობს კამერონი.