ალექსეის ცხედარი დედამისს გადაეცა

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ცხედარი დედამისს ლუდმილა ნავალნაიას გადაეცა.
პოლიტიკოსის პრესსპიკერი, კირა იარმიში მადლობას უხდის მათ, ვინც ოჯახს მხარს უჭერდა და ასევე წერს, რომ ჯერ არ არის ცნობილი ჩაერევა თუ არა რუსეთის ხელისუფლება დაკრძალვის პროცესში.
"ლუდმილა ივანოვნა ჯერ კიდევ სალეხარდშია. დაკრძალვა ჯერ კიდევ წინაა. არ ვიცით, მისცემს თუ არა ხელისუფლება ოჯახს დაკრძალვის საშუალებას, ისე როგორც მათ სურთ და როგორც ალექსეი იმსახურებდა", - წერს ნავალნის სპიკერი.