ცხრა დღიანი ლოდინის შემდეგ ნავალნის ცხედარი ოჯახს გადასცეს

25.02.24 10:33
ცხრა დღიანი ლოდინის შემდეგ ნავალნის ცხედარი ოჯახს გადასცეს

ცხრა დღიანი ლოდინის შემდეგ ალექსეი ნავალნის ცხედარი დედას გადასცეს, თუმცა ოჯახს ჯერ ხელისუფლებისგან მითითებები არ მიუღია. საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი პოლიტიკოსის ახლობლებმა არ იციან, მიეცემათ თუ არა უფლება, ჩაატარონ დაკრძალვის ცერემონია.

კრემლის კრიტიკოსი 47 წლის იყო. ის პუტინის რეჟიმს ექსტრემიზმის ბრალდებით ჰყავდა დაკავებული. სასჯელს ჯერ ვლადიმირის რეგიონში იხდიდა, თუმცა პუტინმა მთავარი მეტოქე სამაგალითოდ დასაჯა და უკიდურეს ჩრდილოეთში კოლონიაში გააგზავნინა.

ბუნდოვან გარემოებებში დაღუპული ოპოზიციონერის მეუღლე იულია ნავალნაია დარწმუნებულია, რომ მისი ქმარი რუსეთის პრეზიდენტის დავალებით მოკლეს.