უკრაინის მხარდამჭერ აქციებზე რუსეთში ათობით ადამიანი დააკავეს

25.02.24 10:40
უკრაინის მხარდამჭერ აქციებზე რუსეთში ათობით ადამიანი დააკავეს

უკრაინის მხარდამჭერ აქციებზე რუსეთში ათობით ადამიანი დააკავეს. მოქალაქეები მოსკოვში ლესია უკრაინკას ძეგლთან იმ დროს დააპატიმრეს, როცა გლოვის კედელთან ყვავილებით მივიდნენ და ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს. დაკავებულებს შორის ერთ-ერთი ქალია. ის პოლიციამ განყოფილებაში პლაკატის გამო წაიყვანა, რომელსაც ეწერა "არა ომს!".

საპტროტესტო აქცია იყო პეტერბურგშიც. მოქალაქეები უკრაინელი მწერლის ტარას შევჩენკოს ძეგლთან შეიკრიბნენ, ხელში კი ეჭირათ პლაკატი სისხლიანი ხელისგულების ანაბეჭდებით, რომლებზეც უკრაინის ქალაქების სახელები ეწერა.